განცხადებას, რომელშიც რადას თავმჯდომარე უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს, ხელს გრიგოლ ვაშაძეც აწერს
უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის, განცხადებას, რომელშიც ის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ითხოვს, ხელს 13 ქვეყნის პარლამენტის წევრებთან ერთად ხელს ,,ნაცმოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამად დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძეც, აწერს.
საქართველოს პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოში უკრაინის რადის მსგავსი სახის განცხადება მხარდაჭერის, ან ხელმოწერის მოთხოვნით, არ შესულა.
უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, განცხადებაზე ხელმომწერ პარლამენტარებს უკრაინის მეგობრები უწოდა და მადლობა გადაუხადა.
ჩვენმა მეგობრებმა – ესტონეთის, პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საქართველოს, ლიტვის, ლიტვის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის... აშშ-ის პარლამენტარებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის მოდერნიზაციის შესახებ.
გულწრფელად მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის ამ რთულ დროს – განაცხადა სტეფანჩუკმა.