რუსეთში ტანკების მწარმოებელმა ერთადერთმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

22.03.22 10:16
რუსეთში ტანკების მწარმოებელმა ერთადერთმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა

რუსეთში ტანკების მწარმოებელი ერთადერთი ქარხანა გაჩერდა. "ურალვაგონზავოდმა" და ჩელიაბინსკის ტრაქტორების მწარმოებელმა საწარმოებმა, სადაც ტანკების წარმოება და მათი რემონტი ხორციელდებოდა,  ფუნქციონირება შეწყვიტეს. 

უკრაინის გენშტაბის ცნობით, სამუშოაების შეწყვეტის მიზეზი უცხოური წარმოების კომპონენტების არ არსებობა გახდა. 

 Defense Express-ის ინფორმაციით, "ურალვაგონზავოდი" ერთადერთი რუსული ქარხანა იყო, რომელიც რუსული არმიისთის და ასევე ექსპორტისთის ტანკებს აწარმოებდა.