რუსი სამხედროები მაროდიორობას არ იშლიან - ოკუპანტებმა კიევში ხალიჩები მოიპარეს

22.03.22 10:56
რუსი სამხედროები მაროდიორობას არ იშლიან - ოკუპანტებმა კიევში ხალიჩები მოიპარეს

რუსი დამპყრობლები მაროდირობას განაგრძობენ. კიევის ოლქში ოკუპანტები ხალიჩების მოპარვაზეც კი  გადავიდნენ. ინფორმაციას  ერთ-ერთი უკრიანელი სამხედრო სოციალურ ქსელში ავრცელებს და თან ფაქტის ამსახველ ფოტოს ურთავს. 

არ ვხუმრობ. ოკუპანტები გოსტომელის აეროპორტთან ახლოს მდებარე მრავალსართულიანი კორპუსებიდან ხალიცებს იპარავენ, - წერს Facebook-ზე იგორ ლუცენკო. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა  არაერთგზის გაავრცელა სატელეფონო საუბრები, სადაც რუსი ოკუპანტები მშობლებს გაოცებულები უყვებიან, რომ უკრაინელები კარგად ცხოვრობენ და ტრაბახობენ, რომ ტელევიზორი, ბლენდერი, სუნამო და ფული მოიპარეს.