ამ შეხვედრის გარეშე ვერ გავიგებთ, რისთვის არის რუსეთი მზად, რომ ომი შეაჩეროს - ზელენსკი პუტინთან შეხვედრაზე
უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ შეხვედრის გარეშე შეუძლებელია იმის პროგნოზირება, თუ რისთვის არის რუსეთი მზად ომის შესაჩერებლად.
მიმაჩნია, რომ ნებისმიერ ფორმატში ამ შეხვედრის გარეშე რეალურად ბოლომდე ვერ გავიგებთ რისთვის არიან ისინი მზად, რომ ომი შეაჩერონ და რისთვის არიან მზად, იმ შემთხვევაშ თუ ჩვენ მზად ვართ ამა თუ იმ კომპრომისზე წასვლისთვის. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, ვიპოვით ფორმატი, რომელშიც ზოგადად გავიგებთ, სურს თუ არა რუსეთს ომის შეჩერება, რადგან ჩვენ შეიძლება სხვა საკითხებამდე არც მივიდეთ. სურს თუ არა მას და შეუძლია თუ არა ამის გაკეთება, - განაცხადა ზელენსკიმ.