რუსეთი აშშ-ს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევისთვის ემზადება - ბაიდენი

"რუსეთი ემზადება მასშტაბური კიბერშეტევისთვის შეერთებული შტატების წინააღმდეგ" , - ამის შესახებ ჯო ბაიდენი დიდი კორპორაციების ხელმძღვანელს პირებს აფრთხილებს. ამერიკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ იზოლაციაში მოქცეული პუტინის ტაქტიკა შეიცვლება და ის ყველფერზე წავა.
თუ შეამჩნიეთ, რუსეთმა ახლახანს გაუშვა ჰიპერზონური რაკეტა, რადგან ეს არის ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მათ ახლა შეუძლიათ. როგორც ყველამ იცით, ეს არის ეფექტური იარაღი. ისეთვე ქობინით, როგორც ნებისმიერი სხვა გამშვები რაკეტა. სხვა რაკეტებისგან ის იმით განსხვავდება, რომ მისი შეჩერება თიტქმის შეუძლებელია. არსბეობს მიზეზი რატომაც იყენებენ ისინი ამას. პუტინი კედლის უკან იმალება. ის არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბს და სიძლერეს და რაც უფრო მეტად ცდილობს კედლის მეორე მხარეს დამალვას, მით უფრო მკაცრი ტაქტიკა შეიძლება გამოიყენოს, - განაცხადა ბაიდენმა.