თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდა, ის შემოუბრუნდება საქართველოს - ეველინ ფარკასი

"თუ რუსეთი უკრაინაში არ დამარცხდა, ის შემოუბრუნდება საქართველოს" - ეს განცხადება პრეზიდენტ
ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ეველინ ფარკასმა CNN-ის ეთერში გააკეთა.
ამერიკის თავდაცვის მდივნის ყოფილმა მოადგილემ ინტერვიუ ქრისტიან ამანპურს მისცა, სადაც ვრცლად ისაუბრა იმ საფრთხეებზე, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის საქართველოს, პუტინის გამარჯვების შემთხვევაში ემუქრება.
თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, პუტინს საკმარისი ძალა ექნება სხვა მოქმედებებისთვის. შემოუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე. აიღებს მოლოდვას, ეს მოახდენს ნატოს პროვოცირებას. ეცდება ნატო დასალოს. გამოწვევას მოუწყობს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება თუ უკრაინაშ არ იქნება შეჩერებული, - განაცხადა ფარკასმა.