"საბოლოო სიტყვა იქნება ხალხზე" - ვოლოდიმირ ზელენსკი რეფერენდუმს აანონსებს

უკრაინის პრეზიდენტი რეფერენდუმს აანოსებს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ რუსეთ - უკრაინის მოლაპარაკების დროს მიღწეული იქნება შეთანხმება, საბოლოო სიტყვა იქნება ხალხზე. საუბარია ნატოში არ გაწევრიანებზე.
ინტერვიუში, რომელიც ზელენსკიმ ევროპის მაუწყებელთა კავშირს მისცა, ამბობს, რომ შესაძლოა, უკრაინამ ნატოში გაწევრიანებაზე უარი თქვას, თუმცა ნატოს წევრი ქვეყნებმა მას უნდა მისცენ უსაფრთხოების გარანტია, რომ თავდასხმის შემთხვევაში უკრაინას დაიცავენ.
მე ავუხსენი მოლაპარაკებების ყვეოლა მონაწილეს, როდესაც თქვენ ლაპარაკობთ ისტორიულ ცვლილებებზე, ახლხმა უნდა უპასუხოს ამ კითხვას რეფერენდუმზე. მე მზად ვარ წავიდე ყველაფერზე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული ხალხთან ერთად. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე. კარგი, გვაქვს უსაფრთხოების გარანტიები, არიან ნატოს წევრები, რომლებსაც უნდათ იყვნენ უსაფრთხოების გარანტორები, მაგრამ სამწუხაროდ, მაგრამ სამწუხაროდ, არ შეუძლიათ მოგვცენ ნატოში გაწევრიანების 100%-იანი პირობა, თუმცა მზად არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც უნდა გააკეთოს ალიანსმ ჩვენ რომ მათ წევრი ვიყოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება ნორმალური კომპრომისი იყოს, - განაცხადა ზელენსკიმ.