9 თვის ფეხმძიმეები ნაომარ ქალაქს ვერ ტოვებენ - ხარკოვში სამშობიარო სახლი თავლაში მოაწყვეს

სახელდახელოდ მოწყობილი სამშობიარო - გაუთავებელი დაბომბვების გამო ხარკოვში სამშობიარო სახლი თავლაში მოაწყვეს. მიწის ქვეშ ათეულობით ბავშვი იმის გამო იბადება, რომ რუსული ჯარი საავადმყოფოებს ბომბავს.
კლინიკის ექიმი ამბობს, რომ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, რადგან 9 თის ფეხმძმე ქალებს ქალაქის დატოვება არ შეუძლიათ.
ბავშვები ჩამოვიყვანეთ აქ, სარდაფში. ეს ის ახალშობილები არიან, რომლებიც რეანიმაციაში ყოფნას აღარ საჭიროებენ. ომის მიუხედავად ვცდილობთ, შევქმნათ ელემენტარული პირობები მათთვის. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო საცხენოსნო. ახლა აქ გადმოვიტანეთ კლინიკა. სხვა არჩევანი არ გვქონდა. ჩვენ გვაქვს ის ფასეულობები, რაც მთელ მსოფლიოს - უსაფრთხოება და თავისუფლება. ჩვენ ვართ ჩვენს მიწაზე, ჩვენა ვართ ძლიერები და გვჭირდება რეალური დახმარება, - ამბობს ექიმი.