"პუტინო, ვერ შეაშინებთ ვერც უკრაინას და ვერც მე" - გორდონი რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს
უკაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი, აცხადებს, რომ პუტინმა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ბრძანება გასცა. გორდონი რუსეთის პრეზიდენტს სამხედრო დამნაშავედ მოიხსნიებს და მას საერთაშორისო ტრიბუნალზე პასუხისგებას უწინასწარმეტყველებს.
რუსეთის შეიარაღებული ძალები კლავს ბავშვებს, ქალებს, მოხუცებს. ბომბავენ უკრაინულ საავადმყოფოებს და სამშობიარო სახლებს, ბაღებს და სკოლებს. არ დარჩა არაფერი მარიუპოლისგან, ჩერნიგოვისგან. მე არავის ვემალები, თქვენი არ მეშინია. მე ვიცი, რომ ბრძანება ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ გასცა ვლადიმერ პუტინმა. მე მინდა, მივმართო ამ სამხედრო დამნაშავეს, პუტინ, თქვენ ვერ შეაშინებთ ვერც უკრაინას და ვერც მე. პუტინ, შენ ხარ ნაცისტი დამნაშავე. თქვენ წარდგებით ტრიბუნალის წინაშე ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ჰიტლერის მიმდევრები ისხდნენ, - გნაცხადა გორდონმა.