ხარკოვში ოკუპანტებმა ავტომობილი ჩაცხრილეს, რომელშიც ორშვილიანი ოჯახი იჯდა - დაიღუპა 3 ადამიანი

ხარკოვში ოკუპანტებმა ავტომობილი ჩაცხრილეს, რომელშიც ორშვილიანი ოჯახი იჯდა. აგრესორმა გასროლა ტანკიდან განახორციელა. დედა-მამა და 9 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. 17 წლის ბიჭი გადარჩა.
უკრაინის გენპროკურორის ოფისის ინფორმაციით, ოჯახი თეთრ დროშას აფრიალებდა და ოკუპანტს უყვიროდა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, თუმცა ამაოდ.