რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში მაღაზია დაბომბეს - არის მსხვერპლი

რუსმა აგრესორებმა სევეროდონეცკში მაღაზია დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი, ავრცელებს. მისი თქმით, არიან დაღუპულები.
ოკუპანტებმა რაკეტა მოარტყეს მაღაზიას სევეროდონეცკში. არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, ორკებს უკრაინელების სიცოცხლე ცინიკურად მიაქვთ. სპეციალურად ესროლეს მაღაზიას, სადაც რიგი იყო. ხალხი პროდუქტების საყიდლად იყო მისული - განაცხადა გაიდაიმ.
გაიდაის თქმით, არ კონკრეტდება, რა მანძილიდან ისროლეს რუსმა ოკუპანტებმა.