რეფერენდუმის საკითხი - კრემლი ზელენსკის პასუხობს
ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანი, დიმიტრი პესკოვი, რეფერენდუმთან დაკავშირებით ვოლოდიმირ ზელენსკის განაცხადებას ეხმიანება. პესკოვის თქმით, უკრაინა უფლებამოსილია, ჩაატაროს რეფერენდუმი, თუმცა რუსეთთან მშვიდობის პირობებზე დელეგაციები იმსჯელებენ.
უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და ალბათ იქ არის და უნდა იყოს კიდეც შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები. მაგრამ ამის მიღმა არის სუბსტანციები, რომლებიც ორი დელეგაციის მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს. ამ სუბსტანციების დეტალებს ვერ განვიხილავ. მიგვაჩნია, რომ მოცემულ მომენტში მათი პუბლიკაზე გამოტანა მოლაპარაკებების პროცესს მხოლოდ ავნებს, რომელიც ისედაც იმაზე უფრო რთულად და ნაკლებად შინაარსიანად მიმდინარეობს, ვიდრე ვისურვებდით, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან და უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით კომპრომისების საბოლოო ფორმატი, რომელზეც რუსეთ-უკრაინული დელეგაციები მსჯელობენ, რეფერენდუმზე უნდა გაიტანოს, რათა საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინელმა ხალხმა მიიღოს.