მათი მთავარი სამიზნე ზელენსკის სასახლე და პრეზიდენტი იყო - უკრაინელი რეპორტიორი დაკავებულ დივერსანტებზე

22.03.22 17:07
მათი მთავარი სამიზნე  ზელენსკის სასახლე და პრეზიდენტი იყო - უკრაინელი რეპორტიორი დაკავებულ დივერსანტებზე

უკრაინელი რეპორტიორი, ვიტალი გლაგოლა, "პირველებთან" იმ დივერსანტების შესახებ საუბრობს, რომლებიც ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ. მისი თქმით, ქილერები უკრაინაში უნგრეთიდან შევიდნენ და უჟგოროდში დაბანაკდნენ, სადაც აგენტების შეკრება დაიწყეს და შავ ბაზარზე იარაღსაც ყიდულობდნენ. 

ქალაქ უჟგოროდის უკიდურეს დასავლეთ წერტილში, უნგრეთისა და სლოვაკეთის საზღვართან, დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც გეგმავდნენ პროვოკაციებს სამთავრობო კვარტალში. უჟგოროდში შეიკრიბნენ ე.წ. რუსული სამყაროს მოყვარულები. აპირებდნენ ერთობლივად წასვლას კიევისკენ, სადაც უნდა ჩართულიყვნენ ტერიტორიის დაცვის სამსახურში. მათ ეყოლებოდათ ჩანერგილი პირები და განახორციელებდნენ პროვოკაციებს. მათი მთავარი სამიზნე იყო ზელენსკის სასახლე და პრეზიდენტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ დაჯგუფების ლიდერი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის აგენტი იყო. შავ ბაზარზე ყიდულობდნენ იარაღს და საბრძოლო მასალას. ისინი უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურმა ცხელ კვალზე ზუსტად მაშინ დააკავა, როდესაც დამატებით იარაღს ყიდულობდნენ. ეს ალბათ მეასე შემთხვევაა, როცა სამიზნე უკრაინის პრეზიდენტია. ოკუპანტები ცდილობენ კიევში უკრაინაში რაც შეიძლება, მეტი აგენტი ჩანერგონ. ახლოს იყვნენ სამთავრობო კვარტალთან და შეძლონ პრეზიდენტის ლიკვიდაცია, - ამბობს ვიტალი გლაგოლა. 

რუსეთმა კიევში ზელენსკის მოსაკლავად დივერსანტების ჯგუფი გააგზავნა. 25-მდე სამხედრო, რომლებიც უკრაინელი სამხედროების ფორმებში იყვნენ გადაცმულები, უკრაინაში შეიჭრა, თუმცა რუსული სპეცსამსახურების საიდუმლო აგენტები სამხედრო დაზვევრის თანამშრომლებმა დააკავეს. შემთხვევა ქალაქ უჟგოროდში მოხდა. 

მსგავსი სიახლეები