მარიუპოლისთვის ბრძოლაში ,,აზოვმა " რუსების 4 ტანკი და ქვეითთა რაზმი გაანადგურა

,,აზოვის" მებრძოლებმა მარიუპოლში, ქუჩის ბრძოლების დროს რუსი აგრესორების 4 ტანკი, რამდენიმე ერთეული ჯავშანტექნიკა და ქვეითთა რაზმი გაანადგურეს. ამის შესახებ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს.
გავანადგურეთ მტრის 4 ტანკი და ჯავშანტექნიკა. აგრესორებს დავუმტკიცეთ, ვინ არის მარიუპოლის ნამდვილი პატრონი და მტერი ჯოჯოხეთში გავაგზავნეთ - წერს ,,აზოვის" მებრძოლი.