ლატვიამ თინა კანდელაკი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თინა კანდელაკი და რუსული ე.წ. ელიტის 24 წარმომადგენელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სამინისტროში პირდაპირ ამბობენ, რომ ეს პირები კრემლის დანაშაულებრივი ქმედებების თანამონაწილენი არიან, რადგან ისინი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას საჯარო მხარდაჭერას უცხადებენ.
პერსონა ნონ გრატას სიას დამატებული ადამიანები საჯაროდ ამართლებენ და პროპაგანდას უწევენ რუსეთის მიერ უკრაინაში არაპროვოცირებულ და უსამართლო შეჭრას და ომის დაწყებას.კრემლის რეჟიმის მიერ ჩადენილი სისასტიკის მხარდაჭერა ნიშნავს დანაშაულებში თანამონაწილეობას. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ლატვიაში შესვლა დაუშვებელია" - აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.