პოლონეთის სეიმმა ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა

24.03.22 11:30
პოლონეთის სეიმმა ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა

პოლონეთის სეიმმა ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავედ გამოაცხადა - პოლონეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დოკუმენტი ერთხმად დაამტკიცეს. 

"პოლონეთის სეიმი მტკიცედ გმობს ხანგრძლივ ძალადობის აქტებს, ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდის აქტებს, ადამიანის უფლებათა სისტემურ დარღვევასა და საერთაშორისო სამართლის სხვა დანაშაულებს, რომლებიც ჩადენილია სუვერენული უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალებისა და მათი მოკავშირეების მიერ, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სამხედრო მეთაურების ბრძანებით"- წერია დოკუმენტში. 

 

მსგავსი სიახლეები