რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი - დმიტრო კულება

24.03.22 12:49
რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი - დმიტრო კულება

 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება "ნატოსა" და ევროკვშირის" ქვეყნებს მოუწოდებს,  არ გადაიხადონ რუსული გაზის საფასური რუბლებში, რადგანს ეს უკრაინის მოქალაქეების მკველობის დაფინანსებას ნიშნავს: 

რუსული გაზის ყიდვა რუბლით, იგივეა, რუსებს უკრაინელების ხოცვაში შეუწყო ხელი, - დაწერა დიპლომატმა. 

თუ ევროკავშირის რომელიმე წევრი სახელმწიფო პუტინის დამამცირებელი მოთხოვნის წინაშე თავს დახრის და რუსულ ნავთობსა და გაზს რუბლში შეისყიდის, ამგვარი ქმედება მხოლოდ ერთს ნიშნავს, დასახმარებლად ერთ ხელს უკრაინას უწვდიდე, მეორე ხელით კი რუსეთს უკრაინელების ხოცვაში ეხმარებოდე. მოვუწოდებ ამ ქვეყნებს, გამოიჩინონ მაღალგონიერება და გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით მოეკიდონ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

 

მსგავსი სიახლეები