აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს - ზელენსკი

24.03.22 14:58
აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი NATO-ს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს ჩერთო და მსოფლიო ლიდერებს მიმართა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უმაღლესი სტანდარტი აჩვენეს: 

გთხოვთ, არასოდეს გვითხრათ, რომ ჩვენი ჯარი არ აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს. ჩვენ ვაჩვენეთ, თუ რა შეგვიძლია და რამდენი შეგვიძლია მივცეთ საერთო უსაფრთხოებისთვის ევროპასა და მსოფლიოში"  - მიმართა ზელენსკიმ ნატოს სამიტის მონაწილეებს.

ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. სამიტს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ესწრება.

 

მსგავსი სიახლეები