ბოლოს და ბოლოს რუსეთი უნდა დამარცხდეს - მსოფლიოს ლიდერები ბრიუსელში უკრაინის საკითხს განიხილავენ
ბრიუსელში, NATO-ს შტაბ ბინაში, ალიანსის ლიდერების საგანგებო სხდომა მიმდინარეობს. უკვე საათნახევარზე მეტია მსოფლიოს ლიდერები უკრაინის მხარდაჭერის საკითხს განიხილავენ.
"ვიმსჯელებთ პუტინის რეჟიმის წინაამდეგ სანქციების შესახებ და ომის შეჩერებაზე"- თქვა ბრიტანების პრემიერმა ნატოს სამინტის დაწყების წინ.
რეალობა ის არის, რომ ვლადიმერ პუტინმა ბარბაროსობის ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა. ახლა ნატოზეა დამოკიდებული, ერთობლივად განიხილოს უკრაინის კრიზისი და მისი მოსახლეობის ტანჯვა. ნატოზეა დამოკიდებული, დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია, უკრაინის მოსახლეობისთვის, რათა თავი დაიცვან. დამატებით რისი გაკეთება შეგვიძლია, პუტინის რეჟიმისთვის ეკომიკური მარწუხების გასსაძლიერებლად. ძალიან მნიშვნელოვანია სანქციები უფრო მკაცრი იყოს"-თქვა ბორის ჯონსონმა.
კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, ნატო რუსეთის მოქმედებებს გმობს.
სახელის მიუხედავად, ნატო არ არის უბრალოდ გეოგრაფიული ალიანსი, ეს არის იმ ქვეყნების ჯგუფი, რომლებიც ერთად დგანან, ჩვენ გვჯერა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის, სწორედ ამიტომ, ვლადიმერ პუტინის ეს არაკანონიერი, სასტიკი, შეჭრა მეგობარ დემოკრატიაში, უკრაინაში არის კატეგორიულად მიუღებელი. ნატო და მსოფლიოს ირგვლივ პარტნიორები ერთიანები არიან რუსეთის დაგმობაში, ასევე ერთიანები ვართ უკრაინის მხარდაჭერაში, როცა ისინი დგანან და იბრძვიან იმ ღირებულებებისთვის, რაც ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, -განაცხადა ტრუდომ.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გაჰრ სტორეს თქმით, კი ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება ყოველთვის შეშფოთების საგანია და მას სერიოზული შედეგები მოჰყვება.
ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება ყოველთვის შეშფოთების საგანია. ჩვენ ცხადად უნდა ვთქვათ, რომ ამას მოჰყვება სერიოზული შედეგები მეზობლებისგან და ნატოსგან. მოკავშირეები ერთიანები არიან. მხარს ვუჭერთ კოლექტიური თავდაცვის პრინციპს ნატო-ში. მეხუთე მუხლი გვაქვს წევრი ქვეყნების დასაცავად. ჩვენ გასული თვის შემდეგ ვაჩვენეთ, რომ ის ძალიან მყარია“, - თქვა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
შეხვედრაზე მოკავშირეებს ორი მთავარი ამოცანა აქვთ, რაც უკრაინისთვის დახმარების გაწევაზე შეთანხმებას და ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას გულისხმობს - ეს განცხადება კი ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიტსმა გააკეთა.
დღეს ჩვენ ორი მთავარი ამოცანა გვაქვს: პირველი, შევთანხმდეთ შეძლებისდაგვარად მასშტაბურ დახმარებაზე უკრაინისთვის. მეორე არის ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მოვახერხებთ ამ ორ ამოცანასთან გამკლავებას. ჩვენ ვისაუბრებთ ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეზე, რადგან ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. ესაა ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამაზე შევთანხმდებით. ჩვენ ასევე გვაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა პარტნიორების მიმართ. მაგრამ ეს არის 30 წევრი ქვეყნის, მოკავშირეების თავდაცვის ალიანსი და ჩვენ ასევე დავეხმარებით პარტნიორებს დემოკრატიის დაცვაში ყველა შესაძლო გზით. ბოლოს და ბოლოს რუსეთი უნდა დამარცხდეს“, - თქვა ეგილს ლევიტსმა.