1 თვე ომიდან - უკრაინაში რუსულ აგრესიას 128 ბავშვის სიციცხლე ემსხვერპლა
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთ თვეში 128 ბავშვი გარდაიცვალა. მძიმე დაზიანებები მიიღო 172-მა ბავშვმა. აქიდან, 64 ბავშვი კიევში დაშავდა, ხარკოვში - 43, დონეცკში - 43, ჩერნიგოვში- 32, ნიკოლაევში - 24, ჟიტომირში - 15, ხერსონში -15 და სუმისში - 14.
საარტილერიო თავდასხმების შედეგად დაზიანდა 566 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათგან 73 სრულიად განადგურებულია.