რუსეთი უკრაინაზე შეჩერებას არ აპირებს. მას სურს რომ წინ წავიდეს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი NATO-ს აფრთხილებს. მისი თქმით, რუსეთი უკრაინაზე შეჩერებას არ აპირებს:
რუსეთი უკრაინაზე შეჩერებას არ აპირებს. მას სურს, რომ წინ წავიდეს. უნდა, რომ ნატოს დასავლელ წევრებს შეუტიოს. შემდეგი სამიზნე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. იმოქმედებს თუ არა ნატო და ინერვიულებს თუ არა ამაზე, ვის შეუძლია ამაში დარწმუნებული იყოს?! გჯერათ თუ არა რომ მე-5 მუხლი იმოქმედებს?!"- განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ბუდაპეშტის მემორანდუმმა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ვერ იმუშავა.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ბუდაპეშტი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არ მუშაობს" - თქვა ზელენსკიმ.