მსოფლიოს 5 ქვეყანასთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - დმიტრო კულება

24.03.22 18:18
მსოფლიოს 5 ქვეყანასთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ - დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ, დაასახელა 5 ქვეყანა, რომლებთანაც უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ესენია აშშ, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და თურქეთი. კულებამ ინტერვიუ ესპანურენოვან გამოცემა El Pais-ს მისცა. 

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებზე კრემლი დათმობებს ითხოვს, თუმცა კიევს მხოლოდ 3 საკითხი აინტერესებს, ესაა უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა ყირიმისა და დონბასის ჩათვლით და რუსეთის ჯარის გაყვანა.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს არა მარტო რუსეთისგან, არამედ სხვა ქვეყნებისგანაც. 

ესპანეთის, როგორც ნატო-ს წევრის, უსაფრთხოების გარანტიად ითვლება მე-5 სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მასზე თავდასხმის შემთხვევაში, ალაინსის სხვა წევრები მის დაცვას შეუდგებიან. ჩვენც გვსურს რარაც მსგავსი. ანუ, თუ ვინმე თავს დაესხმება უკრაინას, ქვეყნებმა, რომლებმაც უსაფრთხოების გარანტია შემოგვთავაზეს, 24 საათის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ შესაბამისი იარაღი, შეიმუშავონ გაეროს უსაფრთხოების კავშირის ერთობლივი რეზოლუცია, რათა შეწყდეს აგრესია და მიიღონ სანქციები. - განაცხადა კულებამ.

,,აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე, უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-სთან, ბრიტანეთთან, საფრანგეთთან, გერმანიასა და თურქეთთან" - განაცხადა კულებამ.