გადაწყვეტილება მიღებულია - NATO უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარება

NATO უკრაინას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან თავდაცვაში დაეხმარება - განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმზღვანელმა, იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
მისი თქმით, ლიდერები შეთანხმდნენ, გააკეთონ უფრო მეტი მათ შორის კიბერუსაფრთხოებაში დახმარების საქმეში.
დავეხარებით უკრაინას აღჭურვილობაში, რომელიც დაეხმარება უკრაინას თავი დაიცვას ბიოლოგიური, ქიმიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეებისგან", - თქვა სტოლტენბერგმა NATO-ს საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ.
ამასთან, როგორც ცნობილია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სამხედრო ძალების მზადყოფნის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ალიანსის ტერიტორიაზე სრულ მზადყოფნას აცხადებს.
სტოტლტენბერგის ტქმითვე, მოკავშირეებმა დაამტკიცეს 4 ახალი საბრძოლო ჯგუფი ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და სლოვაკეთში, რასაც ემატება 4 უკვე არსებული - ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთში.
ჩვენ ახლა 8 საბრძოლო ჯგუფი გვაქვს ბალტიის ზღვიდან, შავ ზღვამდე.
გარდა ამისა,მოკავშირეები მიაწვდიან დამატებით დახმარებას უკრაინას, რათა ამ ქვეყანამ უფრო ეფექტურად დაიცვას თავი. მათ შორის არის ანტისატანკო დანადგარები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და დრონები"- თქვა მან.