რუსული პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრი გამოჩნდა
რუსული პროპაგანდისტული მედია ირწმუნება, რომ დღეს პუტინთან გამართულ შეხვედრაზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იმყოფებოდა, რომელიც 11 მარტის შემდეგ კამერების წინაშე არ გამოჩენილა.
რუსული პროსახელისუფლებო გამოცემები ციტირებენ კრემლის პრესმდივანს, დიმიტრი პესკოვს.
რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მიშუსტინი, მატვიენკო, ვოლოდინი, მედვედევი, პეტრუშევი, კოლოკოლცევი, ლავროვი, შოიგუ, ბორტნიკოვი, ნარიშკინი და სერგეი ივანოვი - განაცხადა დღეს პესკოვმა.
პესკოვის თქმით, თავდაცვის მინისტრმა, შოიგუმ, პრეზიდენტს მოახსენა სპეციალური სამხედრო ოპერაციის, ჰუმანიტარული დახმარების მიმდინარეობისა და უკრაინის გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
კრემლის პროპაგანდისტულმა გამოცემებმა შოიგუ გადახვევით გამოაჩინეს.