უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეთა პირველი გაცვლა შედგა- ირინა ვერეშჩუკი

24.03.22 19:17
უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეთა პირველი გაცვლა შედგა- ირინა ვერეშჩუკი

ოფიციალურმა კიევმა სამხედრო ტყვეების პირველი გაცვლა განახორციელა- 10 რუსი ჯარისკაცი 10 უკრაინელში გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის ვიცე პრემიერი, ირინა ვერეშჩუკი, ადასტურებს.

დღეს პრეზიდენტ ზელენსკი ბრძანებით განხორციელდა პირველი სრულმასშტაბიანი ტყვეების გაცვლის პროცესი. ჩვენს 10 მებრძოლზე გაიცვალა 10 რუსი აგრესორი. ასევე, ჩვენ უკან, რუსეთში გავგზავნეთ 11 რუსი სამოქალაქო მეზღვაური, რომლებიც ჩვენ გადავარჩინეთ ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან. სანაცვლოდ კი წამოვიყვანეთ 19 უკრაინელი სამოქალაქო მეზღვაური სამაშველო გემიდან Сапфир, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაიპყრეს კუნძულ ზმეინიზე - განაცხადა ვერეშჩუკმა.

უკრაინის ვიცე პრემიერის განმარტებით, ხომალდი Сапфир უკრაინას მალე დაუბრუნდება.

 

მსგავსი სიახლეები