კიევში ბალტიისპირეთის ქვეყნების პარლამენტის სპიკერები ჩავიდნენ
უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების მიუხედავად, კიევში ესტონეტის, ლიეტუვისა და ლატვიის პარლამენტების სპიკერები ჩავიდნენ.
როგორც რადას სპიკერთან გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვას პარლამენტის სპიკერმა, ვიქტორია ჩმილიტე ნილსენმა, განაცხადა, დასავლეთმა 2008 და 2014 წელს ვერ შეაჩერა რუსეთი, თუმცა, ვალდებულია, ეს ახლა გააკეთოს. ნილსენმა აღნიშნა, რომ უკრაინელები იბრძვიან არა მარტო თავიანთი სამშობლოს, არამედ ევროპის თავისუფლებისთვის.
ჩვენ უნდა განვაგრძოთ დახმარება- რეალური სამხედრო, პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარება, მივეხმაროთ უკრაინას ცის დაცვაში. რაც შეიძლება, მალე უნდა მივანიჭოთ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი - განაცხადა ნილსენმა.