ომის მეორე თვე - უკრაინელი სამხედროები ტერიტორიების გათავისუფლებას იწყებენ

25.03.22 11:10
ომის მეორე თვე - უკრაინელი სამხედროები  ტერიტორიების გათავისუფლებას იწყებენ

საოკუპაციო ძალები სამხედრო მიზნებს ვერ აღწევენ, ამიტომ შეტევის მთავარი სამიზნედ ისევ მშვიდობიანი მოსახლეობა რჩება. გასულ ღამეს კიევი ისევ დაიბომბა. რაკეტა მოხვდა ნავთობაზზასაც, სადაც ცეცხლის ჩაქრობას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცი ჯერჯერობით არ ვცრელდება.

დედაქალაქის შემოგარენში გამათავისუფლებელი ოპერაცია მიმდინარეობს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუკიანოვკას გათავისუფლება შეძლეს, სადაც ტყვედ რუსი სამხედროები აიყვანეს. ხელში ჩაიგდეს ოკუპანტის ტექნიკაც. 

რუსეთის ჯარზე კონტრთავდასხმა განვახორციელეთ. აბსოლუტური წარმატებით გავაძევეთ ოკუპანტი ლუკიანოვკიდან. ტყვედ აყვანილმა ჯარისკაცმა შეგვატყობინა, რომ აქ 200 სამხედრო იმყოფებოდა. ნაწილი უკვე დაღუპულია, ზოგიც გაიქცა. 3 ტანკი და 10-მდე ჯავშანტექნბიკა გავანადგურეთ. ზოგ ტანკს, რომელიც გადარჩა, ჩვენ გამოვიყენებთ, - ამბობს უკრაინელი ჯარისკაცი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

ათობით სარაკეტო შეტევა განხორციელდა ხარკოვზეც. ნანგრევებიდან დაშავებულების გაოყვანის ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მტერმა ცეცხლი გაუხსნა ჰუმანიტარულ დერეფანში მყოფ ადამიანებსაც.

 

 

მსგავსი სიახლეები