სჯობს უკრაინას ახლა დაეხმაროთ, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის, - ზელენსკი დასავლეთს

უკრიანის პრეზიდენტი ისევ დასავლეთს მიმართავს და იარაღით დახმარებას სთხოვს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რაც უფრო სწრაფად უზრუნველყოფს ევროპა მათ საჭიროებებს, მით მალე იქნება მშვიდობა.
სჯობს უკრაინას ახლა დაეხმაროთ იმ იარაღით, რაც მართლა გვჭირდება, ვიდრე მერე ეძებოთ იარაღი სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, ბალტიის ქვეყნებისთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის. რაც უფრო მალე მოხდება ზუსტად ისე, როგორც ვითხოვთ, მით უფრო მალე იქნება მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჩენს ინტერესებშია, ეს თქვენს ინტერესებშია. ეს ყველა დემოკრატიის ინტერესშია. თავისუფლება შეიარაღებული უნდა იყოს. სიცოცხლემ სიკვდილს უდან დაჯობოს, - განაცხდაა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, თუ საოკუაპციო ძალებს ეცოდინებოდათ რა ელოდათ უკრაინაში, მათ აქ ჩასვლისაც შეეშინდებოდათ.