მიხეილ სააკაშვილის სიხარული ნაადრევია - ირაკლი შოთაძე სტრასბურგის დადგენილებაზე

მიხეილ სააკაშვილი რიგითი პატიმარია - გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე სტარბურგის დადგენილებას ეხმიანება. შოთაძე ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის სიხარული ნაადრევია და დაცვის მხარე ევროსასამართლოში დამარცხდება.
"ქართული ოცნების" ლიდერების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს თავს შოთაძეც ესხმის და ამბობს, რომ პატიმარი პრეზიდენტის მიმართ არადამიანურ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.
ეს არის სტრასბურგის სასამართლოს ხანგრძლივი სამართალწარმოების პროცესის ერთ-ერთი ეტაპი. რაც შეეხება, ეს გამარჯვებაა თუ დამარცხებაა, ამაზე საუბარი ნაადრევია, შემიძლია გითხრათ. ალბათ ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრაბურგს 6 თის ნაცვლად, თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს და პანდემიის გატალისწინებით სატრსბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა. წინ არის ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - არსებითი განხილვა და სახელმწიფო ამ პროცესზე ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით და არგუმენტებით არის წარდგენილი. ბრალდებულ და მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული, მათ შორის, დაცვის უფლებაც. თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივ. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი, ეს ერთი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს... ამ საკითხზე გამოძიებო მიმდინარეობს. პროკურატურა ამისცემს ყველა ამ ქმედებას ასმართლებრივ შეფასებას, - განაცხადა შოთაძემ.
ქვეყნის მტავარმა პოკურორმა სააკაძვილზე საუბროს დროს ყურადღება 6 პიჯაკის და 1 ქაშმირის პალტოზეც გაამახვილა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო ბიჯუტეიდან თანხა გაფლანდა. "პირველებმა" შოთაძეს დაუსვა კითხვა, არის თუ არა შესაძლებელი, რომ განსასჯელის სკამზე ივანიშვილის პირადი მცველი ანზორ ჩუბინიძეც ვიხილოთ, რადგან მესამე პრეზიდენტისთვის ფული მასა გადარიცხული აქვს. გენპროკურორმა პირველად თქვა, რომ გამორიცხული არ არის განსასჯელის სკამზე ვიხილოთ ყველა, ვისაც ამ საქმეში მონაწილეობა აქვს მიღებული.
როდესაც ვიღაც ვირაცეები ცდილობენ ამ საქმის პიჯაკებამდე დაყვანას, ეს უბრალოდ სასაცილოა, როესაც საუბარია მილიონებზე. ფაქტია და დადასტურებულია, რომ ეს მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიხარჯა და გაიხარჯა მიხეილ სააკასვილის ფუფუნებაზე. ნებისმიერი საჯარო მოხელე, რომელიც მსგავს ხარჯს გასწევს, არამიზნობრივად გახარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრებს, რა ტქმა უნდა, წარდგება მართლმსაჯულების წინაშე, - განაცხადა შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი დასაშვებად ცნო.