ტოტალური სანქციები და რუსეთის სრული იზოლაცია - მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილება

25.03.22 11:59
ტოტალური სანქციები და რუსეთის სრული იზოლაცია - მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილება

სანქციები დუმის დეპუტატებს, ოლიგარქებს და რუსულ სამხედრო კომპანიებს - დასავლეთი 400 მეტ პირს მძიმე ფინანსური სასჯელით ემუქრება. გადაწყვეტილება მსოფლიო ლიდერებმა დიდი შვიდეულის საგანგებო სამიტის სხდომაზე მიიღეს. ისინი მიიჩნევენ, რომ პუტინის მიზანი ნატოს დანაწევრებაა, თუმცა დასავლეთი ერთიანობის მაგალითს აჩვენებს. 

გამოვაცხადეთ სანქციების დაწესება 400-ზე მეტ პირზე, მათ შორის, რუსეთუს დუმის 300 წევრზე, ოლიგარ5ქებზე და რუსეთის სამხედრო კომპანიებზე, რომლებიც ამარაგებენ რუსეთის საომარ მანქანას. ასევე ევროპაში განთავსებულ 100 ათას ჯარისკაცთან დამატებით ნატომ დაამტკიცა 4 საბრძოლო ჯგუფი: რუმინეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში. აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად.პუტინი იმედოვნებდა, რომ ნატო გაიხლიჩებოდა. დეკემბერსა და იანვარში მასთან საუბრისას ჩემთვის ნათელი გახდა: ის არ ელოდა, რომ ჩვენ შევძლებდით ამ კავშირის შენარჩნებას. ნატოს არასდროს ყოფილა სიეთი ერთიანი, როგორიც ახლაა. პუტინმა მიიღო იმის საწინაარმდეგო შედეგები, რასაც ის უკრაინაშ გეგმავდა. 7 დღის წინ ვესაუბრე ჩინეთის ლიდერს და მკაფიოდ განვუცხადე, არ დავმუქრებივარ, თუმცა მკაფიოდ განვუცხადე იმ შედეგების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის დახმარების აღმოჩენას.ვიცი, რომ მას აქვს ეკონომიკური ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკასთან და დავარწმუნე ისინი, საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებიან, - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ფიქრობს, რომ პუტინმა უკრაინის დიდი ქალაქების ასაღებად ზალისხმევა გააორმაგა, რაც მას ტრაგიკულ შედეგებამდე მიიყვანს. 

არ ვფიქრობ, რომ გამარჯვება ადვილი იქნება. გარკვეული თვალსაზრისით პუტინი უკვე დამასრცხებული და წაგებულია, რადგან ვფიქრობ, რომ მას ფაქტობრივად, წარმოდგენა არ ჰოქნდა, რომ უკრაინელები ისეთ წინააღმდეგობას გაუწევდნენ, როგორსაც უწევენ. ვფიქრობ, მან გადაწყვიტა გააორმაგოს ძალისხმევა უკრაინის დიდი ქალაქების გროზნოდ გადაქცევის მიზნით და მე ვფიქრობ, რომ ეს ტრაგიკული შეცდომაა, - განაცხადა ჯოსნონმა. 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სანქციების მონიტროინგის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით, პუტინს მოლაპარაკებების გარდა გზა არ დარჩება. 

პუტინს აღარ დარჩება სხვა გზა, გარდა მოლაპარაკებებისა. ჩვენ ასევე პასუხისმგებლები ამ სანქციებნის აღსრულების მონიტორინგზე. საჭიროა, გავაკონტროლოთ,. რომ ნამდვილად სრულდება სანქციები და უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოებიოს ხელშეწყობით ამ სანქციების წნეხს თავს არ აარიდებს, - განაცხადა მაკრონმა. 

უკვე ცნობილია, რომ მსოფლიო ლიდერები უკრაინას სამხედრო შეირაღებით დაეხმარება, თუმცა ნატო ომში მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე ჯარებს არ გაგზავნის.