უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს.. გთხოვთ, არ დააგვიანოთ! - ზელენსკი ევროპული საბჭოს წევრებს
"უკრაინა ევროკავშირის წევრი უმოკლეს ვადაში უნდა გახდეს" - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს წევრებს. ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ ევროკავშირის ის ქვეყნები ჩამოთვალა, ვინც უკრაინის გაწევრიანების მომხრეა. ასევე დაასახელა ქვეყნები, რომლებიც ყოყმანობენ ან თავს იკავებენ.
თქვენ დაბლოკეთ ჩრდილოეთ ნაკადი 2. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი, მაგრამ ცოტათიდ აგვიანებული იყო. სანქციები რომ დროული ყოფილიყო, რუსეთი გაზის კრიზისს არ შექმნიდა. მინიმუმ ამის შანსი არსებობდა. ახლა ჩვენ ვამზადებთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც იქნა. გთხოვთ, არ დააგვიანოთ. გთხოვთ, რადგან ამ თვის განმავლობაში თქვენ გქონდათ შესაძლებლობა შეგედარებინათ ეს სამყაროები და ხედავთ ყველაფერს, ვინ რისი ღირსია. ნახეთ, რომ უკრაინა უახლოეს მომავალში ევროკავშირში უნდა იყოს. ამისთვის ყველაფერი გვაქვს, ჩვენ გვაქვს ეს შანსი, - გნააცხადა ზელენსკიმ.