ჩერნიგოვი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა

25.03.22 13:47
ჩერნიგოვი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი - ქალაქში ჰუმანიტარული კატასტროფაა

მას შემდეგ, რაც ჩერნიგოვში  შესასვლელი ხიდი აფეთქდა, ქალაქში საფეხმავლო ხიდებიც აღარ არსებობს. ქალაქი გარე სამყაროს არის მოწყვეტული.  ჩერნიგოვში ჰუმანიტარული კატასტროფაა. ღამის განმავლობაში მტერმა საცხოვრებელ სახლებზე ათობით იერიში მიიტანა. 

ამ ფონზე ჩერნიგოვის მერი მოსახლეობას გაძლებისკენ და გამბედაობის მოკრეფისკენ  მოუწოდებს. 

ჩერნიგოვის ხიდს აქტიურად ბომბავენ. ეს ხიდი უკვე ავარიულია და მასზე მოძრაობა აკრძალულია. ვერავინ ვერსად ვერ გადადის, თუმცა გვაქვს გეგმა, რომლითაც ვმოქმედებთ. მივმართავ იმ ქალაქების  მოსახლეობებს, რომლებიც რუსეთის კონტროლის ქვეშაა, ჩვენ დავიღალეთ, მაგრამ ოკუპანტები უფრო დაიღალნენ. ჩვენ გვცივა, მაგრამ რუსები უფრო შეციებულები არიან. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვიმყოფებით, რომელიც გვაძლევს ძალას. ოკუპანტი უცხო მიწაზეა, რომელიც მას კლავს. გაუძელით, მოიკრიფეთ გამბედაობა და ძალა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ გამარჯვებისთვის, - განაცხადა ჩერნიგოვის მერმა.  

მსგავსი სიახლეები