4 დაღუპული და 7 დაშავებული - ოკუპანტები ჰუმანიტარული დახმარების პუნქტებს ისევ უტევენ

ქალაქ ხარკოვის კლინიკა, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას გასცემდნენ, ოკუპანტმა გრადებით დაბომბა და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა. შემთხვეის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა., 7 კი დაშავდა.
ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ მტერი საზოგადოებაში პანიკის დათესვას ცდილობს და ხელს უშლის ჰუმანიტარული დახმარების დარიგებას.
ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთი პუნქტი მტერმა გუშინ დაბომბა. ახალ ფოსტას რუსმა სამხედროებმა შორი მანძილის მოქმედების იარაღიდან ესროლეს. დაიღუპა 6 და დაშავდა 15 ადამიანი.