გმირობის მაგალითი - უკრაინელი გენერალი ბავშვების გადარჩენის სანაცვლოდ ოკუპანტებს საკუთარ თავს სთავაზობს
უკრაინის პოლიციის გენერალი რუს ოკუპანტებს წინადადებით მიმართავს: მისცენ საშუალება ჰუმანიტარული კატასტროფის ეპიცენტრიდან, მარიუპოლიდან ბავშვები გამოიყვანოს, სანაცვლოდ კი, საკუთარ თავს სთავაზობს. ვიაჩესლავ აბროსკინი ევაკუაციისთვის 3 დღეს ითხოვს და მტერს ჰპირდება, რომ მესამე დღეს, ბოლო ბლოკპოსტზე ჩაბარდება.
მივმართავ ოკუპანტებს, მომეცის საშუალება მარიუპოლიდან ბავშვები გამოვიყვანო. ჯერ კიდევ ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ საკუთარ თავს გთავაზობთ. მომეცით 3 დღე ბავშვების გასაყვანად, რის მერეც პირადად ჩაგბარდებით ტყვედ!, - ამბობს უკრაინის პოლიციის გენერალი.