კონტრაქტების მიხედვით, გაზის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ევროში ან დოლარში - შოლცი პუტინს
კონტრაქტების მიხედვით, რომელიც მყარია, გადახდა უნდა განხორციელდეს ევროში ან დოლარში - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ელექტროენერგიის საფასურის რუბლში გადახდის შესახებ დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კონტრაქტებში ხშირ შემთხვევაში ევრო ან დოლარია მითითებული.
არსებობს მყარი კონტრაქტები და ამ ხელშეკრულების ნაწილია ვალუტა, რომლითაც ხდება ანგარიშსწორება. ეს არის ის, რისი მიხედვითაც უნდა ვიმოქმედოთ“, - თქვა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა
რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, რუსეთი არამეგობრულ ქვეყნებს ბუნებრივ აირს ისევ მიაწვდის, თუმცა მათ დოლარი რუსეთში უნდა ჩაიტანონ, რუბლზე გადაახურდავონ და "გაზპრომს" ისე გადაუხადონ.