წარმატებული სპეცოპერაცია - ირპენში ქართველმა ჯარისკაცებმა ოკუპანტების ტანკები გაანადგურეს
ქართველი მეომრების წარმატებული სპეცოპერაცია უკრაინაში - ჯარისკაცების ჯგუფმა კიევის მისადგომებთან ოკუპანტების ტანკები ააფეთქა. ლიკვიდირებულია პუტინის გაგზავნილი დამპრყობელთა რაზმის რამდენიმე წევრი. ფაქტის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში თავად ქართველმა ჯარისკაცებმა გაავრცელეს. კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ირპენი სრულად ისევ უკრაინული ჯარების კონტროლის ქვეშ გადადის.
პირველი შეტაკება ამ მანქანასთან მოგვივიდა. აი, როგორ არიან ჩამწვრები შიგნით, ყველაფერზე მიდიან, რომ ქალაქი აიღონ, მაგრამ არ გამოუვათ არასდროს. აქ ქართველი პარტიზანები არიან, - ამბობს ერთ-ერთი სამხედრო ვიდეომასალაში.