"აფხაზეთს, ლუგანსკსა და დონეცკს შორის კონტაქტს ხელს შევუწყობთ" - სერგეი ლავროვი

25.03.22 16:32
"აფხაზეთს, ლუგანსკსა და დონეცკს შორის კონტაქტს ხელს შევუწყობთ"  - სერგეი ლავროვი

საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამტკიცებს, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებს შორის კონტაქტების განვითარებას ხელს შეუწყობს.

"რია ნოვოსტის" ცნობით, ლავროვმა განცხადება, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას გააკეთა. 

შეხვედრაზე შევაფასეთ თქვენი გადაწყვეტილება, რომელიც დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარებას უკავშირდება. ჩვენ ხელს შევუწყობთ ამ ახალ სახელმწიფოებთან თქვენი კონტაქტების გაძლიერებას. ვფიქრობ, რომ ეს ხელს შეუწყობს გეოპოლიტიკურ ჭრილში სიტუაციის ნორმალიზებას - განაცხადა შეხვედრაზე ლავროვმა.