ირპენი პუტინის არმიისგან თვაისუფალია - მტერი თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა

25.03.22 17:28
ირპენი პუტინის არმიისგან თვაისუფალია - მტერი  თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა

საოკუპაციო რეჟიმი თავდასხმიდან თავდაცვის რეჟიმზე გადავიდა - კიევის გარშემო მდებარე ქალაქებში, ირპენში, გოსტომელსა და ბუჩაში სრული კონტროლი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიპოვეს. 

კადრებში, რომელიც ადგილობრივი მედიით ვრცელდება, პუტინის სისასტიკეს კიდევ ერთხელ ადასტურებს - ქალაქში გადამწვარია სახლები, განადგურებულია ინფრასტრუქტურა და ავტომობილები. ცეცხლი ეკლესიებს უკიდია. 

ირკვევა, რომ მტერი უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან 52 კილომეტრით უკან დახიეს. 

უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტის ოფი­სის მრჩე­ველ­ი, ალექ­სეი არეს­ტო­ვიჩ­ი ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები უდიდეს დანაკარგს განიცდიან. 

ოკუპანტი საჰაერო იერიშების მიტანას ცდილობდა მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამ ეტაპისთვის თქავდასხმების რაოდენობა შემცირებულია. რუსები უპილოტო აპარატებს იყენებენ, მაგრამ მათ ვანეიტრალებთ. ოკუპანტი მორალურად დაეცა, უკვე თავდაცვა უწევთ. რუსი ჯარისკაცები ომში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ. ბატალიონი, რომელსაც სპეცდავალება ჰქონდა გავანადგურეთ. 648 ჯარისკაციდან მხოლოდ სამი გადარჩა"- განაცხადა არისტოვიჩმა.