ყირიმის საკითხი მომდევნო 15 წელში სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას - უკრაინის შეთავაზება რუსეთს

29.03.22 17:30
ყირიმის საკითხი მომდევნო 15 წელში სამხედრო გზით არ უნდა გადაიჭრას - უკრაინის შეთავაზება რუსეთს

ცნობილი ხდება, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ რუსეთს ყირიმისა და სევასტოპოლის სპეციალურ სტატუსზე ორმხრივი დიალოგის წარმოება შესთავაზა. კიევი მოსკოვს ვთავაზობს ყირიმის საკითხი მომდევნო 15 წელში სამხედრო გზით არ გადაჭრან.

შეთავაზების თანახმად,  ორმხრივი მოლაპარაკებების განმავლობაში, მხარეები, ყირიმის საკითხის გადასაჭრელად, არ გამოიყენებენ შეიარაღებულ ძალებს.

სტამბოლში რუსეთ-უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. თითქმის ოთხსაათიანი მოლაპარაკებების კონკრეტული შედეგები ცნობილია. ისინი საერთაშორისო მედიას  უკრაინული დელეგაციის წარმომადგენლმა, დავით არახამიამ გააცნო. 

როგორც მაღალჩინოსანმა აღნიშნა, მოლაპარაკებებზე უკრაინამ საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირა.

ნახეთ რაზე შეთანხმდნენ მხარეები