აშშ-მ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

07.04.22 13:58
აშშ-მ პუტინის შვილებს სანქციები დაუწესა

აშშ-მ პუტინის შვილების მიმართ სანქცია დააწესა - განცხადების ამის შესახებ ამერიკის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. არის ეჭვი, რომ პუტინი თავის აქტივებს სწორედ თავის ქალიშვილებთან - მარია პუტინასთან და კატერინა ტიხონოვასთან მალავს.

გარდა ამისა, ახალი სანქციები შეეხებათ საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრებს, შვილსა და ცოლს. სანქციების ახალ პაკეტში მოხვდა დიმიტრი მედვედევიც. სანქციები დაუწესდება ბანკებს, მათ შორის, Sberbank-სა და Alfa Bank-ს.

ცნობისთვის, მსოფლიოს ყველაზე ბოროტი მმართველის დამალული ცხოვრება, პუტინის გადამალული შვილებისა და ქონების შესახებ სკანდალური ფაქტები "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მაკა ანდრონიკაშვილმაც შეკრიბა. 

 

მსგავსი სიახლეები