მარიუპოლში ისვრიან ბომბებს, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ - აზოვის ბატალიონი
რუსეთმა მარიუპოლი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული საჰაერო ბომბით დაბომბა. აზოვის ბატალიონის მეთაური ამბობს, რომ "ე.წ " ფაბ 5000-ის გამოყენების პრეცედენტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ არსებობს. ანდრეი ბილეცკის თქმით, უცნობია რამდენი ადამიანი შეიწირა ავიადარტყმებმა.
მარიუპოლში ისვრიან ბომბებს ფაბ 3000 და და ფაბ 5000, რომლებიც არ გამოუყენებიათ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამ ბომბებს მეორე მსოფლიო ომის დროს იყენებდნენ ევროპასა და წყნარი ოკეანის აკვატორიაში. ჰოსპიტალი დაიბომბა სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. მე არ შემიძლია ზუსტად თქმა, რა შედეგი მოჰყვა ამ ავიადარტყმებს მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, ვინც ბუნკერში იყო. მარიუპოლის განბლოკვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იქნება ძალების რეალური გადანაწილება. მარიუპოლის გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია დონბასის ბრძოლასთან, - ამბობს ბილეცკი.
19 აპრილს ოკუპანტებმა მარიუპოლშ "აზოვსტალის" ქარხანა დაბომბეს, რომელსაც თავს აზოვის ბატალიონი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა.