ჩვენი უკრაინელი მეგობრები სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან, მათ მეტი იარაღი სჭირდებათ - ბრიტანეთის პრემიერმა თემთა პალატას მიმართა
დიდი ბრიტანეთი უკრაინას იარაღს მიაწოდებს. უკრაინას მეტი არტილერიით სჭირდება მხარდაჭერა, ეს არის ის, რასაც ჩვენ უკრაინას მივცემთ - ეს განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმა თემთა პალატის წინაშე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინა ისე უნდა გაძლიერდეს სამხედრო თვალსაზრისით, რომ რუსეთმა მასზე თავდასხმა მომავალში ვეღარ გაბედოს.
ჩვენი უკრაინელი მეგობრები თავიანთი ერის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან. პუტინს სჯეროდა, რომ კიევის აღებას შეძლებდა, თუმცა ტანკებითა და მძიმე ჯავსანტექნიკით გაშავებული გვამები დედაქალაქიწს მისადგომებს ავსებს.
მე დავარწმუნე უკრაინის პრეზიდენტი, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა მათ მისცენ იარაღი, რომელიც რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლადაა საჭირო. ამის მიზანია უკრაინის იმ დონემდე გაძლიერება, რომ რუსეთმა იქ შეჭრა ვეღარ გაბედოს.
საარტილერიო მხარდაჭერა არის ის, რაც ახლა უკრაინას ყველაზე მეტად სჭირდება. ბრიტანეთი კი მას სარაკეტო ჯავშანსისტემით აღჭურვილ ტექნიკას გაუგზავნის. - განაცხადა ბორის ჯონსონმა.