რუსეთს ომში წვევამდელები მიჰყავს - ახალგაზრდებს ფრონტიდან თავის დაღწევა სურთ

რუსული არმია მძიმე მდგომარეობაშია. რუსეთი ომში წვევამდელებს იწვევს, თუმცა ახალგაზრდებს იქ წასვლა არ უნდათ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, საიდანც ირკვევა, რომ წვევამდელები საკუთარი ოჯახის წევრებს სთხოვენ, ფრონტის ხაზიდან გაღწევაში დაეხმარონ.
პროკურატურასთან უნდა იმუშაო, რადგან წვევამდელები პროკურატურიდან მიჰყავთ. ჩემთანაც მორბოდნენ ეს წვევამდელები, იხვეწებოდნენ, მამასთან დავრეკავთ, ის მოაგვარებს პრობლემასო. ვეუბდნებოდი, მიდით, დარეკეთ-მეთქი, - ამბობს რუსი სამხედრო სატელეფონო საუბარში.
სატელეფონო ხაზის მეორე მხარეს რუსი ქალი პასუხობს, რომ ადგილობრივი პროკურატურა "დამპალია".