ომის მეორე ფაზა - უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ პუტინი მიზანს ვერ მიაღწევს

20.04.22 14:07
ომის მეორე ფაზა - უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ პუტინი მიზანს ვერ მიაღწევს

ომის ახალი ფაზის დაწყების მიუხედავად, უკრაინის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ რუსეთი მიზანს ვერ მიაღწევს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ამბობს, რომ  9 მაისამდე დონეცკისა და ლუგანსკის აღება,  ფაქტობრივად, შეუძლებელია. მისი თქმით, ეს პუტინის იმ გეგმას ჰგავს, რომლის მიხედვიტაც კიევი რუსებს 72 საათში უნდა აეღოთ. 

რუსეთმა გამოცხადა სპეცოპერაციის მეორე ფაზის დაწყება. მეორე, მესამე, მეათე, ამას ოდნავადაც არ აქვს მნიშვნელობა. ეს იგივეა, რაც კიევის აღების გეგმა 72 საათში. რუსებს უყვართ რაღაც სიმბოლოების გამოგონება და ამით ნაცისტებს ჰგვანან. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ფაზაში გავანადგურებთ რუსეთის არმიას, რომელმაც ომიც კი არ იცის და მხოლოდ ადამიანების ხოცვა და ინფრასტრუქტურის დანგრევა შეუძლია. არ ვიცი, რისი დემონსტრირება სურთ მსოფლიოსთვის, ალბათ თავისი ბარბაროსული ცივილიზაციის, რომლის იზოლირებაც აუცილებელია.  ახლა წავლენ დონბასში, სადაც დაკარგავენ გარკვეული რაოდენობის ჯარისკაცებს, რომლებიც ადამიანებადაც კი არ მიაჩნიათ. ჩვენ მათ ამაში დავეხმარებით, - განაცხადა პოდოლიაკმა.