"ველოდებით რეაქციას" - პესკოვის თქმით, მოსკოვმა კიევს მშვიდობის დოკუმენტი გადასცა
რუსეთის პრეზიდენტის პრესსმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მოსკოვმა კიევს მშვიდობის დოკუმენტი გადასცა. პესკოვის თქმით, დოკუმენტში მკაფიო ფორმულირებებია. ინფორმაციას პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში უკრაინულ მხარეს დოკუმენტის პროექტი გადაეცა, რომელშიც მკაფიო ფორმულირებებია. ახლა ბურთი კიევის მხარესაა, მოსკოვი რეაქციას ელოდება, - განაცხადა პესკოვმა.
პუტინის პრესსმდივნის თქმით, უკრაინა პასუხის გაცემას არ ჩქარობს.
ისინი საუკეთესოდ ვერ მუშაობენ, პროცესის ინტენსიფიცირებას არ ცდილობენ, - განაცხადა რუსი დიქტატორის წარმოამდგენელმა.
ცოტა ხნით ადრე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელმა აღიარა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები გაყინულია. მიხეილ პოდოლიაკმა ვერ თქვა, როდის გაიმართება მხარეებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.