ოკუპანტებმა ხარკოვის ეკოპარკის ორი თანამშრომელი მოკლეს, რომლებმაც ცხოველები არ მიატოვეს

20.04.22 15:25
ოკუპანტებმა ხარკოვის ეკოპარკის ორი თანამშრომელი მოკლეს, რომლებმაც ცხოველები არ მიატოვეს

ხარკოვის „ფილდმან ეკოპარკის“ ორი თანამშრომელი მოკლული ნახეს. ამის ინფორმაციას შესახებ ორგანიზაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, თანამშრომლები მარტის დასაწყისში დაიკარგნენ. ისინი ოკუპანტებმა მოკლეს, ცხედრები კი ეკოპარკის დამხმარე სათავსოში დამალეს. 

ომს ცუდი ამბები მოაქვს. ჩვენ მივიღეთ დადასტურება, რომ ჩვენი ორი თანამშრომელი, რომლებიც მარტის დასაწყისში დაიკარგნენ, დახვრეტილები არიან. ომი რომ დაიწყო ეკოპარკში დარჩნენ და ცხოველებს კვებავდნენ. 7 მარტს ეკოპარკში მისულებს ადგილზე არ დაგვხვდნენ. დიდხანს ვეძებდით მათ, დავუკავშირდით სამართალდამცველებს. ბოლოს იმედი გვქონდა, რომ გამოუსწორებელი არაფერი მომხდარა და გადარჩნენ, მაგრამ ახლა მათი ცხედრები იპოვეს. ჩვენი ბიწები მტრებმა დახვრიტეს, ცხედრები კი დამხმარე სათავსოში დამალეს, - ამბობს ეკოპარკის  თანამშრომელი.