რუსეთში ოკუპანტი დამარხეს, რომლის ცხედარიც უკრაინის ტერიტორიაზეა

რუსეთში ოკუპანტი დამარხეს, რომლის ცხედარიც უკრაინის ტერიტორიაზეა. ირკვევა, რომ დამპყრობლებმა რუსი სამხედროს ცხედარი უკრაინიდან არ წაიღეს, მის ოჯახს კი, როგორც ჩანს, სულ სხვა ადამიანის გვამი გადასცეს.
რუსული არმიის ლეიტენანტის დანიელ მენშიკოვის ცხედარი უკრაინელმა სამხედროებმა ბუჩას რაიონში სოფელ მოშუნთან გამნაღმვითი სამუშაოების დროს იპოვნეს.
გამნაღმვით სამუშაოებს ვატარებდით, როცა რუსეთის მოქალაქის ცხედარი ვიპოვეთ. დოკუმენტების თანახმად, ის რუსული გვარდიის ლეიტენანტია, რომელიც უკრაინულ მიწაზე იბრძოდა. ამ დროს კი რუსეთი იგივე პირის პატივით დაკრძალვას დღეს საკუთარ მიწაზე აანონსებს. არ ინერვიულონ, აქაც დავკრძალავთ, ოღონდ გმირული ცერემონიების გარეშე. რუსეთი ყველას ატყუებს , ურაკინული მიწა სავსეა მათიო ჯარისკაცების ცხედრებით და მათი მშობლების, დების, ცოლების წინ ვინ იცის ვის კრძალავენ, - ამბობს უკრაინელი სამხედრო.
რუსი სამხედროს ცხედარი ჭურვმა გაგლიჯა. ვისი გვამი გადასცეს დაღუპულის ოჯახს, უცნობია.