"რუსი სპიკერების ნიუსმეიქერებად გამოყენება არ ღირს" - პოდოლიაკი პესკოვის განცხადებაზე

20.04.22 15:44
"რუსი სპიკერების ნიუსმეიქერებად გამოყენება არ ღირს" - პოდოლიაკი პესკოვის განცხადებაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხეილ პოდოლიაკი  დიმიტრი პესკოვის განცხადებას ეხმიანება. საუბარია პუტინის პრესმდივნის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც მოსკოვმა კიევს მშვიდობის დოკუმენტი გადასცა, თუმცა კიევი რეაქციას  აგვიანებს. 

მე მგონია, რომ ამა თუ იმ რუსი სპიკერების ნიუსმეიქერებად გამოყვანა არ ღირს. უკეთესი იქნება თუ უკრაინული მხარის მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებს დავეყრდნობით. იმიტომ, რომ რუსები ხშირად საჯარო განცხადებებს სავალდებული ზეწოლის ელემენტად იყენებენ. რა საჭიროა აყოლა?- ამბობს მიხეილ პოდოლიაკი. 

პოდოლიაკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთს საკუთარი მოთხოვნები ჯერ კიდევ  სტამბულის  რაუნდის ფარგლებშ მოახსენა. 


 

მსგავსი სიახლეები