ხერსონში ცნობილი პრორუსი ბლოგერი და აქტივისტი ჩაცხრილეს

20.04.22 16:24
ხერსონში  ცნობილი პრორუსი ბლოგერი და აქტივისტი ჩაცხრილეს

ხერსონში, დღეს დილით ცნობილი რუსი ბლოგერი და აქტივისტი, ვალერი კულეშოვი, ჩაცხრილეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა Мост ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, კულეშოვი ხერსონში, შუმენსკოეს მიკრორაიონში, დილის 9 საათზე ჩაცხრილეს. ის გარდაცვალების მომენტში ნაცრისფერი ფერის Mazda-ში იჯდა.

კულეშოვი მხარს უჭერდა კრემლის პოლიტიკას და დადებიტად აფასებდა რუსეთის შეჭრას უკრაინაში.

ომის დაწყების დროს რუს ბლოგერს ომის ეპიცენტრიდან პირდაპირი ჩართვები მიჰყავდა, ხოლო ხერსონში როგორც ვოლონტიორი, ისე მოღვაწეობდა.

 

 

მსგავსი სიახლეები