ხარკოვი ცეცხლის ალშია - ოკუპანტები ქალაქის ცენტრს ბომბავენ
ხარკოვის ისევ ცეცხლის ალშია. ოკუპანტები ქალაქს ყველა მხრიდან უტევენ. ომის ახალ ფაზაში პუტინის სამიზნე ის ბუნკერებია, რომელსაც ხალხი თავს აფარებს. ხარკოვის მერის ინფორმაციით, მტერი ქალაქის ცენტრს ბომბავს.
ვითარება დაძაბულია, რადგან მტერი ომის პირველივე დღიდან დაწყებული ხმელეთიდან და ჰაერიდან ბომბავს ქალაქ ხარკოვს. შეტევების მიმართულება ომის მეორე ფაზაში შეცვალეს. თუ ადრე სარკინიგზო გზის მიმდებარედ ყრიდნენ ბომბებს, ახლა ცენტრში ისვრიან. ხალხს უკვე ვთხოვე ქუჩაში არ გავიდნენ, თავშესაფრებში დარჩნენ. იყავით უსაფრთხო ადგილას და თუ წყალი, საკვები და წამალი არ გაქვთ, ჩვენ მოგიტანთ. მთავარია, დაბომბვას გადავურჩეთ, - ამბობს იგორ ტერეხოვი.